საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დონალდ ტრამპს შეხვდა

facebook.com/Embassy-of-Georgia-to-the-United-States

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ოვალურ კაბინეტში მიიღო.

საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები