IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი საწვავსა და თამბაქოზე აქციზის ზრდის წინააღმდეგია

Reuters

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი საწვავსა და თამბაქოზე აქციზის ზრდას ნეგატიურ ნაბიჯად აფასებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73%-მა იცის, ქვეყანაში აქციზის ზრდის შესახებ, მათგან კი ვინც აქციზის ზრდის შესახებ იცის 97% ასახელებს, რომ ეს ნეგატიური ცვლილებაა. აქციზის გაძვირებას დადებითად მხოლოდ 2% აფასებს.

მთავრობამ 2017 წლის ბოლოს ტონა საწვავზე აქციზური გადასახადი გააორმაგა, კოლოფ სიგარეტზე კი აქციზური მარკა 60 თეთრით გააძვირა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები