მთავარი არის ის, რომ გამოძიება წარიმართოს და რაც შეიძლება მალე გახდეს გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. თვითონ ფაქტი არის ძალიან მძიმე, როდესაც ყოფილ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირზე ასეთი თავდასხმა ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ესეთი ფაქტი გამოიძიოს. თუკი რამე ესეთი მსგავსი ფაქტები ყოფილა, ყოველთვის სახელმწიფოს გამოუძიებია და, სამწუხაროდ, ესეთი შემთხვევები გვახსოვს. როდესაც მსგავსი ტიპის თავდასხმის ფაქტები ხდებოდა, სახელმწიფოს რეაქცია ყოველთვის იყო ადეკვატური
tbl.ge/29lw
დაკოპირდა

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის კომენტარი შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ.
ამავე თემაზე
- პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში პერსონალს თავს დაესხა, დააკავეს
- ინგოროყვას კლინიკაში პაციენტის მიერ ექთანზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც კიკეთში 5 ადამიანი დაჭრა, 1 კი მოკლა
- დააკავეს პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა
- კიკეთში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს




