საარჩევნო სისტემა

ჭიაბერაშვილი: საქართველოში მოქმედებს საარჩევნო სისტემის მახინჯი ფორმა

დღეს საქართველოში მოქმედებს საარჩევნო სისტემის მახინჯი ფორმა, როდესაც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული ნაწილი აძლევს საშუალებას სახელისუფლებო პარტიას, უბრალოდ კი არ გაიმარჯვოს, არამედ პროცენტულად მიიღოს პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი, ვიდრე ხალხმა მას მიანიჭა უფლება, ეკავოს პარლამენტში ესა თუ ის მანდატი. ამიტომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, როდესაც რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია ხალხის ხმებს, ადგილების იგივე პროცენტი უნდა ჰქონდეს მას პარლამენტში. ეს იქნებოდა სამართლიანი და უფრო დემოკრატიული სისტემა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

კომენტარები