საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი გავიდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეპალიის აღდგენიდან 100 წელი გავიდა.

ამასთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა გაიმართა. საღვთო ლიტურგია პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა.

ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. 1917 წლის 25 მარტს კი ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვით ავტოკეფალია აღდგა.

აღსანიშნავია, რომ იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი.

კომენტარები