ლონდონის ტერაქტი

თავდასხმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან

Reuters

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან თავდასხმის შედეგად ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდასხმის დეტალები უცნობია, თუმცა, მოწმეებმა დაშავებული ადამიანები დაინახეს - ასევე, მამაკაცი დანით, რომელსაც პოლიციამ ესროლა. არსებული ინფორმაციით, მან პოლიციის ოფიცერი დაჭრა. გავრცელდა ცნობები იმაზეც, რომ ვესტმინსტერის ხიდზე მანქანამ ადამიანები გაიტანა.

ადგილზე პოლიციის ათეულობით მანქანაა მობილიზებული, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. 

კომენტარები