ოკუპირებული რეგიონები

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

NATO

NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

"აღნიშნული არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მტკიცე დარეგულირებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ NATO არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

"ალიანსი კვლავ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - წერია განცხადებაში.

კომენტარები