აქცია ბათუმში

კახიძე: უნდა გამოიძიონ ღოღობერიძესთან ერთად, მთავრობის შიგნით ვინ იყო ორგანიზატორი

ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს. იქ იყო მიტანილი ქვები, ტომრები. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები და იყვნენ ორგანიზებულები. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ღოღობერიძესთან, რომელიც არის სუს-ის ცნობილი ზონდერი. ის ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ის არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი იყო თავად. გამოძიებამ უნდა მოიკითხოს მთავრობის შიგნით, კიდევ ვინ იყვნენ ჩართულები ამ აქციის ორგანიზებაში ღოღობერიძესთან ერთად. აგრეთვე, უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელიც არის საინვესტიციო და ტურისტული ცენტრი და რომელიც მთელი ღამის განმავლობაში, სახელმწიფომ ორგანიზებულ ხულიგნებს არბევინა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ეს ვანდალიზმი

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე 11-12 მარტს ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები