ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე დაკავებული 10-ზე მეტი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლომ ორი არასრულწლოვანი დარბაზიდან გაათავისუფლა და მათი პროცესი 31 მარტამდე გადადო. ერთი პირი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 5 დაკავებულს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
შსს-ის ცნობით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.