სასამართლო სისტემა

ასლი: ვინც ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, ან მატყუარაა ან იდიოტი

ნებისმიერი ვინც ამტკიცებს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვაქვს ან მატყუარაა ან იდიოტია.

მიკერძოებული და დამოკიდებული სასამართლო მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შეიძლება იყოს კონტროლირებადი, ეს ასევე ნიშნავს, რომ სასამართლო შეიძლება კონტროლდებოდეს მესამე პირებისა და დიდძალი ფულის მეშვეობით - საქართველოში დღეს სახეზე სწორედ ეს შემთხვევაა. 

მაშასადამე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა სრულიად უშედეგოა, რადგანაც მთავრობას სასამართლო სისტემაზე ოფიციალურად ნულოვანი გავლენა აქვს.

მრავალი მოსამართლე საკუთარ სერვისს მდიდარ ბიზნესმენსა და კრიმინალებზე ყიდის. მთავრობას კი ამ მოსამართლის გაფრთხილება ან გათავისუფლება არ შეუძლია.

შეუძლებელია იარსებოს დამოუკიდებელმა სასამართლო სისტემამ დამოუკიდებელი მოსამართლეების გარაეშე. დღეს კი საქართველოში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა იქნეს მიღწეული, შესაბამისად მოსამართლეები სარგებლობენ ამ მანკიერი სისტემით და მდიდრდებიან საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და რეპუტაციის ხარჯზე. 

არსებული მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა, პრობლემა კი სულ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. სასამართლო სისტემაში კორუფცია წარმოუდგენელი სიჩქარით იზრდება. 

ჩვენ ვბრუნდებით ზუსტად იმავე მდგომარეობაში, რაც ეუდარდ შევარდნაძის მმართველობის დროს იდგა, თუმცა ახლა ეს ბევრად უფრო უარესია!

შევარდნაძის დროს პრეზიდენტთან პრეტენზიის გამოთქმა მაინც შეიძლებოდა, მას კი სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება შეეძლო. 

დღეს კი მთავრობაში არავინაა, ვისაც შეუძლია ყურმილი აიღოს და მოსამართლე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკოს! არსებული მდგომარეობა კი სრულიად უმართავია. მე თანავუგრძნობ პრემიერსა და მთავრობის იმ წევრებს, ვინც 24 საათის მანძილზე ცდილობენ, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ, იმ პირობებში, როდესაც მათი საქმიანობის გაბათილება იმ მოსამართლეებს შეუძლიათ, რომლებიც გისოსებს მიღმა იმსახურებენ ადგილს. 

საკუთარ facebook-ში წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი.

კომენტარები