ავიაცია

აზერბაიჯანის ავიახაზები თბილისი-ბაქოს ფრენების სიხშირეს 10-მდე ზრდის

boeing.com

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშირეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში 8-ჯერ იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაემატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.

დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას Azerbaijan Airlines ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის საჭირო ნებართვა 9 მარტს მიანიჭა.

კომენტარები