რუსთავი 2-ის საქმე

უგულავა ჯანელიძის სტრასბურგში ჩასვლაზე: ეს არის სასაცილო და კონტრპროდუქტიული

ეს არის სასაცილო, კონტრპროდუქტიული, დამაზიანებელი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი თვითონ ქართული ოცნებისა და მთავრობისთვის. როდესაც მინისტრი , დელეგაციები სასამართლოში მიდის ასეთ კრიტიკულ დროს, გასაგებია, რომ მათ კონკრეტულ საქმეებზე არავინ არ დაელაპარაკება, მაგრამ მესიჯია უკვე იმის, რაც რეალურად არის. ანუ ჩვენ ერთი მხრივ ვხედავთ სრულიად უტიფარ და ყავლგაცლილ რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, მაგრამ ამავე დროს რატომღაც საგარეო საქმეთა მინისტრი დაუგეგმავად მიდის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. თუ რამეს ამტკიცებს ეს, ამრკიცებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული შედეგით და უნდა იმ გადაწყვეტილების შეცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის ეთერში, ევროსასამართლოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლაზე.

კომენტარები