გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, "შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს". ადვოკატმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ იმ პროცესუალურ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დროს ჰქონდა ადგილი. რამიშვილის თქმით, როდესაც დეკანოზი დააკავეს, დაკავების ადგილზე არ შემდგარა შესაბამისი ოქმი. 

"კანონი პირდაპირ ითხოვს, რომ უნდა შედგეს დაკავების ოქმი, თუ არ არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც არ ხდება დაკავების ადგილზე ოქმის შედგენა და ეს უნდა იყოს მითითებული. აღნიშნული მიზეზი და ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის და წერია მხოლოდ ზოგადი ფრაზა - "გარკვეული პირობების არარსებობის გამო". არაა მითითებული, რა პირობები არ არსებობდა, რის გამოც არ შედგა დაკავების ადგილზე დაკავების ოქმი. მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი მოტაცება. მამა გიორგიზე განხორციელდა ფიზიკური შეხებაც კი. ერთ-ერთმა პირმა სახეზე მოუჭირა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლებს", - განაცხადა რამიშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. 

კომენტარები