რუსთავი 2-ის საქმე

15:00-ზე, პრეზიდენტი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

პრეზიდენტის ბრიფინგი 15:00 საათზეა დანიშნული. 

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები