რუსთავი 2-ის საქმე

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებით ვუყურებთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს

US Embassy

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები