დღეს კიდევ ერთი ახალი "სიმაღლე" დაიპყრო ქართულმა სასამართლო სისტემამ იმით, რომ საერთოდ, ფორმალურადაც კი არ მოინდომეს, თუნდაც იმის შთაბეჭდილება დაეტოვებინათ, რომ რაღაცაზე იმსჯელეს. აი, შეეძლოთ, თუნდაც, რომ 3-4 დღე გაეწელათ, ვითომ მსჯელობდნენ, ვითომ ფიქრობდნენ, ვითომ არგუმენტებს განიხილავდნენ... ყველამ ვიცოდით, რომ ეს შედეგი იქნებოდა, მაგრამ რაღაცა ელემენტარული ღირსება მაინც დაეცვათ, საკუთარი ღირსება მაინც დაეცვათ, რომ 3-4 დღე გაეწელათ, ვითომ რაღაც იფიქრეს და გადაწყვიტეს, ესეც კი არ გაკეთდა დღეს და დავინახეთ, რომ დილით დაწყებული პროცესი საღამოს დასრულდა განაჩენის გამოცხადებით. ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, არა მარტო იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული სასამართლო სისტემა მთლიანად კონტროლდება ქვეყანაში ოლიგარქის და ხელისუფლების მხრიდან, არამედ იმიტომაც, რომ დღეს გატყდა ბოლო იმედი, რომ შეიძლება, ოდნავ მაინც ღირსეული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ამ ხელისუფლების და ამ სასამართლოს პირობებში.
tbl.ge/27nv
დაკოპირდა

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსთავი ორი ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




