1 მარტს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 1 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ვაკის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და ემხვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები