დეკანოზი გიორგი მამალაძე

მეუფე მელქისედეკი: გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან არავითარი კავშირი არ მაქვს

ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი უარყოფს მისი სახელით მედიაში გავრცელებულ განცხადებას, და ამბობს, რომ "ცრუ ინტერვიუები" საზოგადოების დეზინფორმირებას ემსახურება.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ინტერვიუ არ შემდგარა და ამ საკითხებზე არ მისაუბრია ანუ ბუნებაში არ არსებობს და მე ამ ინტერვიუსთან არავითარი კავშირი არ მაქვს. როგორც სჩანს ცდილობენ ცრუ ინტერვიუბით გაავრცელონ დეზინფორმაცია. 

მივმართავ და მოვუწოდებ სტატიის ავტორს და თავად მედია საშუალებას მოხსნას ინფორმაცია ვებგვერდიდან", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა facebook-ის პირად გვერდზე.

ეპისკოპოსი საუბრობს მისი სახელით გავრცელებულ ციტატებზე, რომელიც გამოცემის ცნობით "ალიაში" გამოქვეყნდა:

"თუკი მამალაძეს დაბრალდებოდა პატრიარქის მკვლელობის მცდელობა, ცხადი ხდებოდა, რომ ეს მეუფე დიმიტრის დავალებით მოხდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძმიშვილი ბიძის ტახტისთის იბრძოდა, ანუ ამ თემით და საქმეში მამალაძის გარევით ჩირქი მოსცხეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს. მე როგორც ვიცი, უწმინდესის მიერ შედგენილ ანდერძში უკვე წერია, რომ უწმინდესი მის მემკვიდრედ დიმიტრი შიოლაშვილს მოიაზრებდა. ან ვის ისურვებდა ბიძა ძმისშვილზე უფრო სუფთასა და წმინდას. ამ ინფორმაციამ გამოჟონა და სწორედ მაშინ ამოქმედდა სამი ჯგუფი".

კომენტარები