დეკანოზი გიორგი მამალაძე

გოცირიძე დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ

არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი თურმე არ აპირებს მის [დეკანოზ გიორგი მამალაძის] შეწყალებას. სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს საპატრიარქო და ბიძინა ივანიშვილი. ახლა ის ცდილობს ავტონომიურობის შენარჩუნებას, გააჭიანურებს დროს, შექმნის ინტრიგას და შემდეგ, ბუნებრივია, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც დაავალეს. შეწყალება მოხდება, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. პრეზიდენტი არის ნომინალური ფიგურა. 

თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ, "მთავარ არხთან" ინტერვიუში. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, "შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა". ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით "ფეიკნიუსი" ვრცელდება. 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხზე უშუამდგომლონ.

კომენტარები