შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეტრო 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამმა მამაკაცმა უბნის ინსპექტორ გამომძიებელს სახის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.
უწყების ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც, მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც უწყების ცნობით, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. შედეგად, აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - სახის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.
1992 წელს დაბადებული შ. თ. ადგილზევე დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით. დამატებით ინფორმაციას "ტაბულა" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შსს