საქართველოს საპატრიარქო

ილია II: ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა

უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ - რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე პრეზიდენტთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები