გიორგი მამალაძის საქმე

რატიანი: ეკლესიის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევას მძიმე პროცესებისკენ მივყავართ

საზოგადოებისათვის უკვე ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება ძალიან აშკარად ერევა ეკლესიის საქმეებში. თანამედროვე სახელმწიფოს პრინციპია, ეკლესია და სახელმწიფო იყოს გამიჯნული. ეკლესიის საქმეებში ჩარევა კი არის საბჭოთა ტრადიცია, ეს არის თანამედროვე რუსეთის ტრადიცია და, როგორც ჩანს, ოლიგარქ ივანიშვილისთვის ეს ტრადიცია არის ახლობელი. აშკარაა, რომ ივანიშვილს სწორედ ამ მეთოდებით სურს, რომ მართოს ქვეყანა, ეს კი სრულად ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ნიშნავს.

ამ ჩარევას აშკარად მივყავართ ძალიან სერიოზული და მძიმე პროცესებისაკენ.

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამბობს პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის ლიდერი სერგო რატიანი.

კომენტარები