ელ ჯერო

ჯაზის ლეგენდა ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ელ ჯერო
Stig Ove Voll / Wikipedia

ჯაზის ლეგენდა ელ ჯერო 76 წლის ასაკში ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

7 გრემის მფლობელი შემსრულებელი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯეროს ავადმყოფობა გადაღლილობამ გამოიწვია. 

ჰოსპიტალიზაციიდან მალევე, 8 თებერვალს მისმა პროდიუსერმა განაცხადა, რომ ჯერო თავის მსმენელს ეშვიდობება და 2017 წელს დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.

ელ ჯერომ 50-წლიანი მუსიკალური კარიერა 1967 წელს დაიწყო. 

კომენტარები