საფრანგეთი

საფრანგეთში ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

AFP

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ფლამანვილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება სამანქანო განყოფილებაში მოხდა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად მოიწამლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. 

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულები.

კომენტარები