საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნანუაშვილი: რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება?

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების გაჩერება. 

"კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები - საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის... ზოგადად, მაუწყებელს, განსხვავებით სხვა მედიისგან, კანონის თანახმად, აქვს ვალდებულება, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულების შესრულება არის აუცილებელი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, ვაკვირდებით მოვლენებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - ამბობს ომბუდსმენი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მისი გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მისივე შეთავაზებით, მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია.

კომენტარები