თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 9 თებერვალს, თბილისის სამი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროეიბით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, დიდგორის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

კრწანისის და დიდგორის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის და ოქროყანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები