დონალდ ტრამპის პოლიტიკა

თემთა პალატის სპიკერი ტრამპის პარლამენტში მისვლის წინააღმდეგია

Parliamentary Copyright

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოუ წინააღმდეგია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტისას პარლამენტს მიმართოს.

"ანტისაიმიგრაციო აკრძალვების ამოქმედებამდეც, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი პრეზიდენტ ტრამპი ვესტმისტერის სასახლეს სტუმრებოდა. ახლა, ამ აკრძალვების ამოქმედების შემდეგ, უფრო მეტად ვარ ამის წინააღმდეგი", - განაცხადა ბერქოუმ.

თემთა პალატის სპიკერის მოწვევის გარეშე პრეზიდენტი ტრამპი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს ვერ ესტუმრება.

"ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სექსიზმისა და რასიზმის მიუღებლობა, კანონის წინაშე თანასწორობის მხარდაჭერა და თავისუფალი სასამართლოს არსებობის უფლება თემთა პალატისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია", - აღნიშნა სპიკერმა.

ბერქოუს ამ განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი მიესალმა. მან ვიზიტის გადადება მოითხოვა. ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ტიმ ფარონმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ვიზიტი მიუღებელია.

კომენტარები