როგორ გამოიყურება აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული - $250 მილიონიანი სასახლე
$250 მილიონიანი სასახლე ლოს-ანჯელესში
Bruce Makowsky,
tbl.ge/2631
დაკოპირდა
აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული - $250 მილიონად შეფასებული სასახლე გამოჩნდა. შენობა ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟულ, ბელ-ეარის სამეზობლოში ბრიუს მაკოვსკის დეველოპერულმა კომპანიამ ააშენა.
სასახლეს 150-მდე ხელოვნების ნიმუში და ასევე $30 მილიონად შეფასებული რარიტეტული ავტომობილების კოლექცია მოჰყვება.
სახლის ფართობი 3.5 ათასი კვადრატული მეტრია, რაც მართალია $250 მილიონიანი სახლისთვის მცირე ზომაა, მაგრამ ბელ-ეარზე არსებული მიწის ღირებულების გათვალისწინებით მისაღები ღირებულებაა. სასახლეში 12 საძინებელი, 21 სააბაზანო, 40 ადგილიანი კინოთეატრი, მოოქროვილი ბოულინგის მოედანი, ვერტმფრენის დასაჯდომი და ათობით ხელოვნების ნიმუშია თავმოყრილი.
როგორ გამოიყურება $250 მილიონიანი სასახლე:
ბონდის სტილში მოწყობილი კინოთეატრი ფოტო: Bruce Makowsky მისაღები ოთახი ფოტო: Bruce Makowsky$30 მილიონად შეფასებული ავტოკოლექცია ფოტო: Bruce Makowskyმასაჟის ოთახი ფოტო: Bruce Makowskyსაცურაო აუზი ჩაშენებული ეკრანით ფოტო: Bruce Makowsky$200 ათასის ღირებულების ტკბილეულის კედელი ფოტო: Bruce Makowsky ფოტო: Bruce Makowsky
მოოქროვილი ბოულინგი ფოტო: Bruce Makowskyალკოჰოლური სასმელების კოლექცია ფოტო: Bruce Makowskyვერტმფრენის დასაჯდომი პლატფორმა ფოტო: Bruce Makowsky
ბრიუს მაკოვსკი უძრავი ქონების ბაზარზე ელიტური ხელჩანთებისა და ფეხსაცმლის ბიზნესიდან მივიდა. მაკოვსკის ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ჰონგ-კონგელი მილიარდერის $330 მილიონად შეფასებული სასახლეა.
$1 მილიონის ღირებულების სკულპტურა ფოტო: Bruce Makowskyსაკოლექციო ელექტროგიტარები ფოტო: Bruce Makowsky
ოქროსა და სპილენძის ჭურჭელი ფოტო: Bruce Makowsky ფოტო: Bruce Makowsky