BMW

BMW დეფექტური აირბაგის გამო 230 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

Getty Images

BMW 230 ათას ავტომობილს ტექნიკური ხარვეზის გამო უკან გაიწვეს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინა, რომ ამ ავტომობილებში დეფექტური საავარიო ბალიშებია დამონტაჟებული.

დეფექტური აირბაგები BMW-ემ იაპონური კომპანია Takata-სგან შეიძინა, აღნიშნული კომპანიის აირბაგები უკვე არაერთხელ გახდა ათასობით ავტომობილის უკან გაწვევის და მათში ახალი საავარიო ბალიშების დამონტაჟების მიზეზი. ავტომობილების გაწვევა აშშ-ს ბაზარს შეეხება. 

გაწვევა შეეხება: 2001-2002 წლებში გამოშვებულ X5-ებს, 2000-2002 წლებში გამოშვებულ 3-ე სერიის ავტომობილებს და  2001-2003 წლებში გამოშვებულ 5-ე სერიის ავტომობილებს.

Takata-ს გაუმართავი აირბაგები ავარიის მიზეზიც გამხდარან, Bloomberg-ის ცნობით, ბალიშების მოულოდნელი აფეთქების შედეგად 17 ადამიანია გარდაცვლილი.

BMW-ს ცნობით ჯამში დეფექტური საავარიო ბალიშები დაახლოებით 1.5 მილიონ ავტომიბილშია დამონტაჟებული. 

Takata-ს ბალიშების გამო Honda-მ 6 მილიონამდე ავტომობილი გაიწვია

კომენტარები