27 იანვარს საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

27 იანვარს საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს. თელასი შეზღუდვის მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ონიაშვილის და ოდესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები