ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში: კიმ ჩენ ინის რეჟიმის დღეები დათვლილია

Reuters

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, რომელიც ოფიციალურ ფხენიანს გასულ წელს განუდგა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის დღეები დათვლილია.

"დარწმუნებული ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ კიმ ჩენ ინის დღეები დათვლილია. მჯერა, რომ მის რეჟიმს, ძალიან მალე, უამრავი ჩემი კოლეგა განუდგება", - თქვა ტი იონგ-ჰომ, რომელიც უკანასკნელ 20 წელიწადში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო მათ შორის, ვინც კიმ ჩენ ინს გაემიჯნა.

იონ-ჰოს თქმით, ის რეჟიმს თავისი ორი შვილის თავისუფლების მიზნით გაემიჯნა, რადგან, მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის სისტემა ადამიანებს მონებად აქცევს და ამას მალე ძალიან ბევრი თანამდებობის პირი გაიაზრებს.

ტი იონგ-ჰო ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს 2016 წლის აგვისტოში გაემიჯნა და თავშესაფარი სამხრეთ კორეაში მიიღო.

კომენტარები