საქართველო-აშშ

პრემიერი: ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მშვიდობისა და სტაბილურობისათვის

ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. საქართველო იყო და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად ამ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა. ეს გახლავთ ასევე დემოკრატიის კონსოლიდაცია ქვეყანაში, დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობები და ამ ქარტიის ფარგლებში, საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

კომენტარები