წყალმომარაგების შეზღუდვა

GWP: თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ნაძალადევის რაიონში მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, თბილისის სამი რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება დღეს დილის 11:00 საათიდან 25 იანვრის, 11:00 საათამდე შეეზღუდება.

კერძოდ, 24 საათით წყალი არ მიეწოდება ნაძალადევის რაიონში: თიანეთის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, შენგელაიას, ნაგომარის, ბოგვის, ლიახვის, ჟინვალის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის და მიმდებარე ქუჩებს. 

ჩუღურეთის რაიონში: ხუდადოვის N173-ის სამხედრო კორპუსებს, რეხის, ურიდიას, ცქიტიშვილის,აფხაზეთის, სამურზაყანოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, 9 ძმის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში: ვაზისუბნის და მეტრომშენის დასახლებას; გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ფაბრიციუსის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, სართიჭალის, გ. წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ვახტანგ VI-ის, ბოროდინის, ფოსტის, გუთნის, ირბახის, წინანდალის და მიმდებარე ქუჩებს.

"წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ”ფეისბუქის” და ვებგვერდის მეშვეობით" - აცხადებს GWP.

კომენტარები