ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს არ აირჩევენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 20 იანვრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს არ აირჩევენ. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების წევრმა ნინო კალანდაძემ ისაუბრა.

კალანდაძის თქმით, რადგან ვანო მერაბიშვილს პარტიის გაყოფაზე პოზიცია არ გამოუხატავს, ის გენერალურ მდივნად რჩება.

"ყრილობაზე არჩეული იქნება ახალი მმართველი ორგანოები, ახალი პოლიტიკური საბჭო, ამ საბჭოს შექმნის წესი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. მთავარი აქცენტები გაკეთდება გეგმებსა და სამომავლო სტრატეგიაზე", - თქვა კალანდაძემ.

პარტიის მეშვიდე ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები