ეს გახლეჩვა არის ძალიან ცუდი. ეს სცენარი ჩვენთვის არ იყო სასურველი, პირიქით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. სააკაშვილის როლი იყო უზარმაზარი ამ პარტიის შექმნაში. შემდგომაც ის იყო საკვანძო ფიგურა. თუ საკითხს ასე ვსვამთ, რომ მიშას გარეშე ნულები ვართ, მხოლოდ ერთი ლიდერია, ვისაც მოაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, და არა პოლიტიკური პრინციპები ან ის ადამიანები, რომლებიც ადგილზე იბრძოდნენ, ასეთ ხალხთან ერთად ვერ ვიქნებით პარტიაში. სააკაშვილიც და სხვებიც, ბაქრაძე იქნება ეს თუ უგულავა, ისინი არსებობენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა ადგილას იღებს სხვადასხვა რაოდენობის ხმებს. მცხეთაში სხვა პროცენტი გვქონდა და ბათუმში სულ სხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ადგილზე ერთი გუნდი მუშაობს კარგად და მეორე კიდევ უფრო უკეთესად. მაგ. მცხეთაში წინა არჩევნებზე გვქონდა 6%, ახლა ავიღეთ 20%. სააკაშვილი მაშინაც სააკაშვილი იყო და ახლაც სააკაშვილია. ეს ნიშნავს, რომ გუნდმა, რომელიც იქ მივიდა, ამომრჩევლის უკეთ ჩართვა შეძლო ამ პროცესში. ფუნდამენტურად არასწორი, ჩამორჩენილი და პირველყოფილი მიდგომაა ასე საკითხის დასმა, რომ ერთი ლიდერი არის ყველაფერი.
tbl.ge/24ul
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.
ამავე თემაზე
- ახვლედიანი ოპოზიციას: განვიხილოთ პარლამენტში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი
- კობახიძე: არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტის დატოვება სურთ, მაგრამ პარტიები გაეყოფათ
- ნათელაშვილი ოპოზიციის დეპუტატებს: დატოვეთ პარლამენტი და რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოემხობა
- "მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი" – საპარლამენტო ოპოზიციის 7-პუნქტიანი გეგმა
- ბოკერია: რეჟიმის იზოლაცია პარლამენტში ერთი საჭირო კომპონენტია მათი დამარცხებისთვის




