კომუნიკაციები

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი

Innovation Village

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში ჯამში 365 მილიონი ლარი გადაიხადა, ეს 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია. 

ეს 365 მილიონი ლარი კომპანიების მიხედვით ასე განაწილდა:

  1. მაგთიკომი - 173 მილიონი ლარი, შემოსავლების ზრდა 8%
  2. ჯეოსელი - 125 მილიონი ლარი, შემოსავლების კლება 7.8%
  3. მობიტელი (ბილაინი) - 65 მილიონი ლარი, შემოსავლების კლება 7.2%
  4. სილქნეთი - 11.7 მილიონი ლარი, შემოსავლების კლება 14%
  5. ჯიმობაილი - 0.07 მილიონი ლარი (კომპანია 2016 წლიდან ოპერირებს)

რაც შეეხება აბონენტების რაოდენობას, აქაც პირველ ადგილზე მაგთიკომია:

  1. მაგთიკომი - 1,987,573 აბონენტი
  2. ჯეოსელი - 1,716,944 აბონენტი
  3. მობიტელი (ბილაინი) - 1,206,379 აბონენტი
  4. სილქნეთი - 21,354 აბონენტი
  5. ჯიმობაილი - 2,031 აბონენტი 

კომენტარები