რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა ძალიან საგანგაშო მოვლენაა. ეს არ არის ძალადობის პირველი აქტი და ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ძალადობა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ხელისუფლების მხრიდან წაქეზებულიც კი არის ხოლმე, მაგრამ ამ ძალადობას თან ახლდა დეკლარირებული, პირდაპირ გაკეთებული განცხადება, რომ ნიკა გვარამიას საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. თუ გვინდა, რომ გვქონდეს სახელწმიფო, საუბარი აღარ არის დემკრატიულ სახელმწიფოზე, ასეთი ტიპის დანაშაულისთვის, განსაკუთრებულად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ ეს არ ეხება ცალკე აღებულ ნიკა გვარამიას, ეს ეხება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ხვალ შეიძლება ვიღაცის გულისრევის თუ გაღიზიანების მსხვერპლი გახდეს.
tbl.ge/24cd
დაკოპირდა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას ეხმაურება. ამ საქმეზე, ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე დააკავა.
ამავე თემაზე
- პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში პერსონალს თავს დაესხა, დააკავეს
- ინგოროყვას კლინიკაში პაციენტის მიერ ექთანზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც კიკეთში 5 ადამიანი დაჭრა, 1 კი მოკლა
- დააკავეს პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა
- კიკეთში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს




