რუსთავი 2-ის საქმე

ევროპარლამენტარები რუსთავი 2-ის საქმეზე: უზრუნველყავით მედიის თავისუფლება

რუსთავი 2

„საქართველოს მთავრობას შევახსენებთ მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მნიშვნელობას,“- წერენ ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობისადმი მიწერილ წერილში, სადაც იმ მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფენ, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აფერხებს.

ისინი აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ბრალდებები გიგი უგულავასა და კაბელების საქმეებთან ერთად, რუსთავი 2-ის საქმეზეც ისმის, რომელსაც ერთადერთ მსხვილ პრო-დასავლურ მედიად მოიხსენიებენ, რომელიც თავისუფალია მთავრობის კონტროლისგან.

ისინი იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, პატივი სცენ და უზრუნველყონ მედიის თავისუფლება.

„განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ცვლილებების კუთხით, ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების, და საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავების, განსაკუთრებით, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინოს ის საკითხები, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროგრესს”- ვკითხულობთ წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

პეტრას აუშტრევიჩიუსი , ALDE, ლიტვა

ხავიერ ნარტი, ALDE, ესპანეთი

ჩარლზ ტენოკი, ECR, დიდი ბრიტანეთი

ანა ფოტიგა, ECR, პოლონეთი

სანდრა კალნიეტე, EPP, ლატვია,

გუნარ ჰოკმარკი, EPP, შვედეთი

კომენტარები