შარშან, არჩევნების წინ, საზოგადეობა აკვირდებოდა იმ პროცესს თუ რა ხდებოდა მაესტროსთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო პირდაპირი მცდელობა, რომ მაესტრო ჩაეგდოთ ხელში. ამ პროცესებმა ბუნებრივია გამოიწვია, როგორც ჟურნალისტების, ასევე საზოგადოების შეშფოთება და არჩევნების წინ, თითქოს დაფარულად მიდოდა პროცესი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო სრული ძალაუფლება, ის ერთვმნიშვნელოვნად იქვემდებარებს მედიას და ეს არ ეხება მხოლოდ მაესტროს, იმედს და GDS-ს, ეს ეხება მთელ მედიას და ასევე დაკავშირებულია რუსთავი 2-თან, ერთადერთ თავისუფალ მედიასთან და ის პროცესები, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მედიის თავისუფლებას კლავს საქართველოში
tbl.ge/23l6
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანი, იმედის მიერ მაესტროსა და GDS-ის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ამავე თემაზე
- მონაცემების მოპოვებაზე შესწავლა დავიწყეთ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იმედზე
- იმედის ჟურნალისტმა FACEBOOK-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა
- კომუნიკაციების კომისია: TV იმედმა პოლიტიკური რეკლამები კანონდარღვევით გაავრცელა
- "ოცნების გეგმის 98%-იანი რეიტინგი" და "ღირსებადაკარგული ოპოზიცია" - იმედის აპრილის ინტერაქტივი
- რუხაძე: კანონი არ კრძალავს, რომ მაესტროს და იმედს საინფორმაციოები ჰქონდეთ