საქართველოს პატრიარქი

ექიმი: ილია II-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სავარაუდოდ, მას გრიპის ვირუსი აქვს

Sergey Pyatakov / RIA Novosti

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მისი აღსაყდრების 39–ე წლისთავთან დაკავშირებულ წირვას ვერ დაესწრო. პატრიარქის ექიმის თქმით, ილია მეორეს სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი აქვს.

”პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სათანადო სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”, - თქვა ექიმმა ცისანა შარტავამ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან დღეს 39 წელი გავიდა.

კომენტარები