მექსიკაში ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. 70-ზე მეტი კი დაშავებულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, აფეთქების სავარაუდო მიზეზი უსაფრთხოების ზომების დაუცველობა გახდა.
მეხიკოს შტატის გუბერნატორის თქმით, 13 ბავშვი, რომლებმაც სხეულის 90%-ზე მეტის დამწვრობა მიიღეს, სამკურნალოდ აშშ-ში გაგზავნეს.





