თვითმფრინავის ჩამოვარდნა ინდონეზიაში

ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

bbc.com

ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი პაპუას რეგიონში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 13-ვე ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სამი პილოტი და 10 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება. თვითმფრინავს ქალაქ ტიმიკადან ვამენაში საკვების მარაგი გადაჰქონდა და  დანიშნულების ადგილის მახლობლად, მთიან ზონაში ჩავარდა.

კომენტარები