ლარის გაუფასურება

ლარის გაცვლითი კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი

ტაბულა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 1.5 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.683 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 15 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.668 ლარი ღირდა. 

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური პროგრამა იქითკენაა მიმართული, რომ - "მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას".

რაც შეეხება ევროს, ლარი 0.4 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 2.805 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.80-ს შეადგენდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების პიკი კი დღესაა. 

კომენტარები