ისნის და კრწანისის რაიონების 25-მდე ქუჩას ამაღამ ელექტროენერგია გაეთიშება

ისნის და კრწანისის რაიონების ნაწილს ამაღამ ელექტროენერგია შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა 25-მდე ქუჩას შეეხება. კომპანია მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

01:00-დან 06:00-მდე, ელექტროენერგია არ ექნება რიყის ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, გორგასლის, გულუას, ხეივნის, გრიშაშვილის, სამასი არაგველის, ცურტაველის, მერჩულეს, ალგეთის, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, შავნაბადას, განჯელის, დეკაბრისტების, ოპიზარის, საბანაძის, წალკის, ნიშნიანიძის, შირაქის, ბოჭორმის, შავიშვილის, ცუცქირიძის და იორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები