ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 0.8 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.668 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 14 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.6604 ლარი ღირდა. ლარი გასული თვის მანძილზე 7.2%-ით გაუფასურდა.
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური პროგრამა იქითკენაა მიმართული, რომ - "მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას".
რაც შეეხება ევროს, ლარი 2.7 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება - 2.80 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.83-ს შეადგენდა. ევროსთან გამყარების მიზეზი სავარაუდოდ FED-ის გადაწყვეტილებაა, რის შედეგადაც ევრო დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების პიკი კი დღესაა.





