The Rolling Stones

მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ გახდა მამა

Rolling Stones-ის ვოკალისტი მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა. მისმა 29 წლის პარტნიორმა, ამერიკელმა ბალერინამ მელანია ჰამრიკმა ბავშვი ნიუ-იორკში გააჩინა. მომღერალი ამ დროს საავადმყოფოში იყო.

მიკ ჯაგერს 7 შვილი ჰყავს, რომელთაგან უფროსი 45 წლისაა, ხოლო დღევანდელ დღემდე ყველაზე პატარა - 17 წლის იყო. მიკ ჯაგერს 5 შვილიშვილი ჰყავს, 2014 წელს კი, დიდი ბაბუაც გახდა. 

კომენტარები