კონკურენციის სააგენტო

პრემიერმა ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნა

ტაბულა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი კი, აქამდე გიორგი ბარაბაძე იყო.

ხადურის თანამდებობრივი სარგო ახალ თანამდებობაზე 69 ათასი ლარი იქნება, მინისტრობისას ის 75-ათასიან ხელფასს იღებდა.

კომენტარები