საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა პრემიერად კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. 

"საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი", - ნათქვამია განკარგულებაში.

პარლამენტმა გუშინ 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გუშინვე გადაეგზავნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა და შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.

კომენტარები