მეგობრებო, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და მერე დითირამბებში არ ჩაითვალოს - არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ყოველთვის გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. თათბირის დროს არასდროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს ის შიდა დაპირისპირებებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენება ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა თუ სხვა სიტყვები, მე მინდა ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის მეგობრებო, ქედმაღლობა, ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ, ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, ნაციონალური მოძრაობა დღეს არის უმცირესობაში და ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პრემიერი ენმ-ს: მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხმა არ აგირჩიათ, თქვენი ქედმაღლობაა
tbl.ge/2153
დაკოპირდა

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებისას.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




