პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებას გამოეხმაურა და უარყოფითად შეაფასა.
მელიამ მსგავს ცვლილებებს ქართულ პოლიტიკაში არსებული რუსული ყაიდა უწოდა და დაამატა, რომ არაფორმალური მმართველობა არაფორმალური მმართველობით ვერ დამარცხდება.
"პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც "შპს-ში", მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა - თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.
რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით." – დაწერა მელიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.